მურმან დუმბაძე

დუმბაძე: მთავრობის საქმიანობაში ჩარევა ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა

მურმან დუმბაძე
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობის საქმიანობაში ჩარევა მისი კონსტიტუციური მოვალეობაა.

"როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მურმან დუმბაძე მთავრობის საქმიანობაში, საკადრო და სამთავრობო პოლიტიკაში, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ერევა, უნდა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ჩავერიო ხელისუფლებას შორის ბალანსში, სახელისუფლებო ურთიერთობებში, საკადრო პოლიტიკაში. მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვიცესპიკერს. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს", - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში მურმან დუმბაძემ.

დეპუტატის თქმით, ნეპოტიზმში მისი დადანაშაულება "ყურით მოთრეული" ბრალდებაა. "ჩავატარებ სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ვიტყვი, ვინ არიან ჩემი ნათესავები აჭარის მთავრობაში და დავასახელებ მთავრობის ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ ნათესავებს", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

დღეს, 14 სექტემბერს, მურმან დუმბაძე ქართულო ოცნების პოლიტსაბჭომ, აჭარის მთავრობის საქმიანობაში მისი სისტემატური ჩარევის მიზეზით, პარტიიდან გარიცხა.

კომენტარები