მურმან დუმბაძე

დუმბაძე: მთავრობას რეგიონში მლიქვნელი და მორჩილი ხელისუფლება სჭირდება

batumelebi.ge

საქართველოს პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ, რომელიც დღეს, 14 სექტემბერს ქართულმა ოცნების პოლიტსაბჭომ პარტიიდან გარიცხა, განაცხადა, რომ მმართველ გუნდთან მისი დაპირისპირების მიზეზი აჭარის მთავრობით უკმაყოფილება და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა იყო, რომელსაც იგი აყენებდა.

„ცენტრალურ ხელისუფლებას სჭირდება ადგილებზე უფრო ლოიალური, უფრო მლიქვნელი, უფრო მორჩილი ხელისუფლება... მაგალითად, რეგიონის (ახლანდელი) ხელმძღვანელი. ადამიანი, რომელსაც საკუთარი არაფერი  აქვს. არ მინდა, რომ   რეგიონი იმართოს ცენტრიდან, რეგიონის მმართველი უნდა იყოს რეგიონის პირველი პირი. ბუნებრივია, სრულ კოორდინაციაში საქართველოს ვენტრალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“,  - განაცხადა დუმბაძემ პირველი არხის ეთერში.

დუმბაძე მიჩნევს, რომ მისი  გარიცხვით „დაზარალებულია ქართული ოცნება და მთავრობა, პროცესი დაწყებულია“.

დუმბაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ყოფილი თანაგუნდელების მიმართ ოპოზიციაში გადაინაცვლებს. თუმცა, ვიცესპიკერის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რადგან, მისი განმარტებით, იგი ამ პოსტზე აჭარის კვოტით მოხვდა და თანამდებობა მისთვის   „უმრავლესობას და საგანელიძეს არ მოუციათ“.

„ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ უახლოეს არჩვენებზე გავიდეთ, რათა 2016 წელს ან მანამდე მოვიდეს გაცილებით უკეთესი ხელისუფლება, ვიდრე დღეს არის“,  -  განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

კომენტარები