მურმან დუმბაძე

დუმბაძე შესაძლოა ვიცესპიკერის თანამდებობიდან გაიწვიონ

batumelebi.ge

მმართველი გუნდი პარლამენტის ვიცესპიკერობიდან მურმან დუმბაძის გაწვევის საკითხზეც მსჯელობას აპირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცესპიკერის კვოტა აქვს და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი.  ჟურნალისტების კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ვიცესპიკერის პოსტზე მურმან დუმბაძე, დავით საგანელიძემ განმარტა, რომ ამაზე მსჯელობა გაიმართება აჭარის დეპუტაციასთან, ვისაც ვიცესპიკერის წარდგენის უფლებამოსილება აქვს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. 

დღეს, 14 სექტემბერს, დეპუტატი მურმან დუმბაძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ, აჭარის მთავრობის საქმიანობაში მისი სისტემატური ჩარევის მიზეზით, პარტიიდან გარიცხა. 

კომენტარები