მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში 2014

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90კგ წონით კატეგორიაში ქართველი უნგრელ კრიზსტაინ ტოზთან დამარცხდა, შემდეგ კი მედლისთვის ბრძოლაში უზბეკ შერალი ჯურაევს იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო ჩელიაბინსკში ოქრო საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაურს დარჩა.

დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე ბექა ღვინიაშვილი და ესტერ სტამი გამოვიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ორივე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

კომენტარები