მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში 2014

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დიმა ჩიკვაიძე

ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

81კგ. წონით კატეგორიაში, ჭრიკიშვილმა ჯერ ჩეხ იარომირ მუსილს სძლია, შემდეგ გამოცდილი იოახიმ ბოტიე დაამარცხა, მოგვიანებით პორტუგალიელ კარლოს ლუზს გაუმკლავდა, ბოლოს კი იაპონელ ტაკანორ ნაგასეს მოუგო.

ახლა ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფრანგი ალენ შმიტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი საერთაშორისო რეიტინგით 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ლიდერი და შესაბამისად, ამ წონაში მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტია.

სამწუხაროდ, ამავე წონაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი უშანგი მარგიანი, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

კომენტარები