NDI-ის კვლევა

NDI: ღარიბაშვილი - 54%, ალასანია - 60%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მოწონების რეიტინგი 10%-ით შემცირდა და 54%-ს შეადგენს. NDI-ის გამოკითხულებს პრემიერზე მეტად კვლავაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ. კერძოდ, ალასანიას მოწონების რეიტინგი 60%-ია. აპრილში თავდაცვის მინისტრი 67%-ს მოსწონდა.

ვიცეპრემიერ კახა კალაძის მოწონების რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 44% აქვს. ასევე 44%-ს მოსწონს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები