ალასანიას განცხადება

ალასანია: ღარიბაშვილის წარმატების გარეშე წარმატებულები ვერ ვიქნებით

„თუ ღარიბაშვილი წარმატებული არ არის, ვერც ალასანია და ვერც უსუფაშვილი წარმატებული ვერ იქნებიან", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „იმედის“ ეთერში, თოქ-შოუ რეაქციაში, NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას აღნიშნა.

"ერთი მთავარი ციფრი, რაც პრემიერ ღარიბაშვილს და თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს, შემიძლია, თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე ჩამოგიყალიბოთ, კერძოდ, ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი 20%-ით გაეზარდა. მინისტრს და ჯარისკაცს ჯანდაცვის დაზღვევის ერთნაირი პაკეტი აქვს. ბოლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს 800-მდე ბინა ჩაბარდა. ეს ის ციფრებია, რომელიც ჩვენს მთავრობას აინტერესებს. გუნდის ერთობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ეს არამხოლოდ თავდაცვის, არამედ ყველა მინისტრის და მთავრობის მეთაურის წარმატებაა", - თქვა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები