ალასანიას განცხადება

ალასანია: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სოხუმში დაცემულ გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

ალასანიას თქმით, საქართველო აუცილებლად ფეხზე დადგება და ტერიტორიულ სხეულს გაიმთლიანებს. "განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი რწმენა და ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენს ტერიტორიულ სხეულს გავამთლიანებთ. ეს გარდაუვალია, მაგრამ ამას სჭირდება დიდი სიმტკიცე, რის მაგალითსაც ამ კედელზე ჩვენი გმირების გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. დღეს სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა. 

კომენტარები