NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირი - 65%, ევრაზიული კავშირი - 16%

NDI-ს გამოკითხულთა 65% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში.

მოსაზრებას, "საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროინტეგრაციით (ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებით)" - გამოკითხულთა 33% "სრულად ეთანხმება", ხოლო 25% "ეთანხმება". ასევე, გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ "საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე".

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA).

კომენტარები