რუსეთის მოქალაქეობა

პუტინი ახალი კანონით რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესს ამარტივებს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონში შეტანილ ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ. 

აღნიშნული ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმამ ჯერ კიდევ 4 აპრილს მიიღო. 

კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას.

კანონი ეხება პირებს, რომელნიც საუბრობენ რუსულ ენაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახური თუ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, კომუნიკაციისთვის იყენებენ რუსულ ენას. 

აღნიშნული კანონი ასევე ამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მათთვის, ვისი ნათესავებიც ცხოვრობენ ან ადრე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 

რუსული ენის ფლობის ხარისხი დადგინდება სპეციალურ საემიგრაციო კომისიასთან გასაუბრების გზით.

იმისათვის, რომ მსურველებმა მოქალაქეობის მიღება შეძლონ, აუცილებელია არსებულ მოქალაქეობაზე უარი თქვან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას მოლაპარაკება აქვს რუსეთის ფედერაციასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები