საქართველოს პარლამენტი

ბობოხიძე: ხელისუფლება ცდილობს პარლამენტიც ფორმალური გახადოს

epn.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს პარლამენტი ფორმალური და ხელისუფლების მორჩილი ინსტიტუტი გახდეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება, პარლამენტის ნებართვის გარეშე ხდება შესაძლებელი.

“მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ თვალსა და ხელს შუა ნადგურდება და ანულირდება საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციები და ქმედითუნარიანობა, ვხედავთ პარალელურ პროცესს საქართველოს პარლამენტის ასეევ ფეხქვეშ გათელვის მცდელობისას. უსუფაშვილის ხმამაღალი დაპირება საქართველოს პარლამენტის როლისა და ფუნქციის გაზრდაზე, თვალსა და ხელს შუა შემოგვეფრცქვნა და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს პარლამენტიც გახდეს ფორმალური და ხელისუფლების მორჩილი ინსტიტუტი" - განაცხადა ბობოხიძემ.

კომენტარები