შტეფან ფულეს ვიზიტი

ღარიბაშვილი: ბატონი ფულე ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილით

Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკომისრის შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრემიერმა ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიპყრობილია უკრაინისკენ. ბატონი ფულე ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილით. ეს არის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი სწორედ ამ დროს, როდესაც ჩვენს მეგობარ უკრაინაში დაძაბულობაა და ზოგადად ჩვენი რეგიონი დგას საფრთხის წინაშე. ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზაცია არის აუცილებელი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში და ზოგადად რეგიონში", - თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები