შტეფან ფულეს ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

Giorgi Margvelashvili Official

საქართველოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერა აქტუალურია.

”ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტების შედეგებითაც დაინტერესდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების გზებზეც გაამახვილეს”, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში. 

კომენტარები