2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

ნინო წიკლაური ოლიმპიურ თამაშებს ნაადრევად გამოეთიშა

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო წიკლაურმა. მოთხილამურემ სლალომში პირველი დაშვება ბოლომდე ვერ ჩაამთავრა, მან მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო.

ნინო წიკლაურმა აქამდე გიგანტურ სლალომში მიიღო მონაწილეობა და 49-ე ადგილი დაიკავა. 

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ელენე გედევანიშვილმა მე-19 ადგილზე დაასრულა, ხოლო მოთხილამურე ალექსანდრე ბენიანიძე და იასონ აბრამაშვილი სლალომში დღეს იასპარეზებენ.

კომენტარები