2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

ფინელმა ჰოკეისტებმა მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

sochi.ru

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ჰოკეიში პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს შვედეთისა და სლოვენიის მამაკაც ჰოკეისტთა ნაკრებები შეხვდნენ. სკანდინავიელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ნახევარფინალში შვედების მეტოქეები მათი მეზობლები, ფინელები იქნებიან, რომლებმაც მასპინძელ რუსეთს ანგარიშით - 3:1 სძლიეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში რუსმა ჰოკეისტებმა გახსნეს, კოვალჩუკის ზუსტ დარტყმას ფინელებმა პირველივე პერიოდში, აალტონენისა და სელიანნეს გოლებით უპასუხეს, მეორეში კი მესამე შაიბა რუსეთის კარში გრანლუნდმა გადაგზავნა.

ამრიგად, რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები, ისევე როგორც ოთხი წლის წინ ვანკუვერის ოლიმპიადაზე, საკუთარ ქვეყანაშიც უმედლოდ დარჩა. რუსებს ოლიმპიური თამაშები ჰოკეიში არასოდეს მოუგიათ.

კომენტარები