სოჭი 2014

სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე გალი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენებული

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვერდზე არსებულ არასწორ ინფორმაციაზე საქმის კურსში ჩააყენებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართული დელეგაცია სოჭშივე ეცდება დღის განმავლობაში დაუკავშირდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს და პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრას.

საქმე სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვერდზე, რუსეთის სახელით მოასპარეზე მარიკა პერტახიას გვერდს ეხება, სადაც დაბადების ადგილად რუსეთი, გალია მითითებულია. იქვე განმარტების სახით აღნიშნულია, რომ პერტახია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონში დაიბადა.  

 

კომენტარები