2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

სოკ-ის გადაწყვეტილებით სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენი გამოვა

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცეს.

ერთიანი გადაწყვეტილებით, სოჭში 4 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება: ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი), იასონ აბრამიშვილი, ნინო წიკლაური და ალექსი ბენაიძე (სამთო სათხილამურო სპორტი). 

ასევე გადაწყდა, რომ სოჭის ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ მწვრთნელები: გისლენ ბრაიანდი (ფიგურული სრიალი), გერა აბრამიშვილი და ჯოვანი ლაზარინი (სამთო სათხილამურო სპორტი). ადმინისტრაციულ პერსონალს რუსუდან აფციაური წარმოადგენს, მისიის ხელმძღვანელი კი მამუკა ხაბარელი იქნება.

ქართული დელეგაციის სხვა წევრები არიან: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ავთანდილ მაისურაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური ატაშე პეტრე ცანავა, პრესატაშე კახა ბერიძე, სამთო სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ცაგარელი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი. 

ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრებიან ჟურნალისტები თენგიზ გაჩეჩილაძე, თენგიზ პაჭკორია და ფოტოგრაფი თამარ ყულუმბეგაშვილი.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქართული გუნდის მედროშე ნინო წიკლაური იქნება. სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფიც გაემგზავრება.

კომენტარები