NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.

"საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიის კავშირში, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის მიერ" - ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 11% ეთანხმება.

ევროკავშირში გაწევრიანებას კი, 68% უჭერს მხარს. ხოლო არცერთ კავშირში გაწევრიანებას 4% ეთანხმება.

გამოკითხულთა 13% თვლის, რომ საქართველო NATO-ს წევრი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გახდება. 31% მიიჩნევს, რომ 2016 წლის შემდეგ. ხოლო 12%-ის აზრით, არასდროს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები