ვილნიუსის სამიტი

პეტრიაშვილმა ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და თავად - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. 

დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება. 

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დელეგაციაში ასევე იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაცია ვილნიუსის სამიტზე 1+2+5 ფორმატით წარდგება.

ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები