ვილნიუსის სამიტი

იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

ვიქტორ იანუკოვიჩი ვილნიუსის სამიტს დაესწრო, მაგრამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია. ევროკავშირის ლიდერები მის დარწმუნებას შეეცადნენ, გადაწყვეტილება შეეცვალა. ევროკავშირი იანუკოვიჩის პოზიციით იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, ევროპელი ლიდერების განცხადებთ, უკრაინისთვის ევროპის კარი ღია რჩება. ვილნიუსში უკრაინის ოპოზიციის ლიდერები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა საკუთარ ქვეყანას უღალატა და ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად უკრაინაში ხელსუფლება უნდა შეიცვალოს.

კომენტარები