კეზერაშვილის საქმე

დღეს საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დავით კეზერაშვილი

დღეს საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც ორი საკითხი იქნება განხილული.

"ერთი საკითხია მისი გათავისუფლება და მეორე - როგორ განვითარდება ექსტრადიციის საკითხი, იქნება გართულებული თუ გამარტივებული პროცედურები. დავით კეზერაშვილს საელჩოსთვის არ მოუმართავს, შესაბამისად, საელჩოდან პროცესს არავინ დაესწრება", - განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ. 

დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იმედოვნებს, რომ საფრანგეთის სასამართლო დაკავებულს გაათავისუფლებს. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. 
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული. 
ამასთან, "იმედის" გასხვისების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარები