NDI-ის კვლევა

დავით ბაქრაძე: NDI-ის კვლევების შედეგებს ვენდობი

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე NDI-ის კვლევების შედეგებს ენდობა. როგორც დავით ბაქრაძემ გარდაბანში, საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ განაცხადა, NDI სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციაა და კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ აქვს.

"ის ფაქტი, რომ ჩემსა და სახელისუფლებო კანდიდატს შორის სხვაობა მხოლოდ 20%-ია, იმას მოწმობს, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მწვავე საპრეზიდენტო არჩევნები გველის. მთავარია, სიმშვიდე და სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, NDI-ის ბოლო კვლევაში გამოკითხულთა 39% საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 18% კი - დავით ბაქრაძეს. კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, 7%-მა ნინო ბურჯანაძე დაასახელა. 16%-მა ჯერ არ იცის - ვის მისცემს ხმას, 6%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

კომენტარები