ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დავით უსუფაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, 27% კარგად, 47% საშუალოდ, 8% კი ცუდად.
დავით ბაქრაძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, 21% კარგად, 41% საშუალოდ, 18% კი ცუდად. 2013 წლის ივნისში, იმავე კითხვაზე მხოლოდ 5% პასუხობდა, რომ ბაქრაძის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 22% კი საშუალოდ.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.





