NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 71% პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პატრიარქ ილია მეორის საქმიანობას, ძალიან კარგად გამოკითხულთა 71% აფასებს, 19% კარგად, 4% კი - საშუალოდ.

ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 19%, 35% კარგად, 27% საშუალოდ, 7% კი ცუდად. 2013 წლის ივნისში, იმავე კითხვაზე მხოლოდ 5% პასუხობდა, რომ პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 22% კი საშუალოდ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები