NDI-ის კვლევა

NDI: გადაცემებს რუსთავი 2-სა და იმედზე გამოკითხულთა 86% უყურებს

NDI-მ 3838 რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სხვადასხვა ქართულ არხებზე, რუსთავი 2-ის შემთხვევაში, დადებითად გამოკითხულთა 86% პასუხობს. ამდენივე აცხადებს, რომ უყურებს იმედს, მაესტროს გადაცემებს თვალს 57% ადევნებს, პირველ არხს კი - 51%. რესპონდენტთა 4% აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემებს ტაბულას ეთერში უყურებს, 54%-ის ინფორმაციით კი, არხი მათთან არ აჩვენებს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები