საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შეწყალების სურვილი 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

primetimenews.ge

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილის ინიციატივის საფუძველზე, შეწყალების სურვილი 2100-მა პირმა გამოთქვა.

ორიათასზე მეტი პირიდან ნახევარმა დარეგისტრირება უკვე მოახერხა, დანარჩენები სატელეფონო ზარების მეშვეობით რეგისტრაციის რიგში ჩაეწერნენ, პარალელურ რეჟიმში პირების რეგისტრაცია ადგილზე მისვლითაც ხდებოდა. განაცხადების მიღების დრო 10:00-დან 18:00 საათამდეა განსაზღვრული. ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტელეფონის მეშვეობით რიგის განსაზღვრა ხდება.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კვლავ ხალხმრავლობაა. ნასამართლევები და პირობით მსჯავრდებულები ნასამართლობის მოხსნის შესახებ განაცხადებს ავსებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აბარებენ. 

კომენტარები