საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია: პრეზიდენტის შვილების ვიზიტებში ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა

reuters

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შვილების სამივლინებო ან სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები