პრემიერის ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი პოლონეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

ბიძინა ივანიშ[ილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პოლონეთში უკვე დაიწყო.

პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერმინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხზე.

შეხვედრის შემდეგ, რომელიც პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიაში შედგა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით პოლონეთს დღეს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ევა კოპაჩთან და პოლონეთის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩთან.

კომენტარები