გირგვლიანის საქმე

კბილაშვილი გირგვლიანის საქმეზე ბერძენიშვილის განცხადებას უარყოფს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება. უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა 19 ივნისს კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ "ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და სუფრის სხვა წევრები გირგვლიანის წამების შესახებ ინფორმირებული იყვნენ. მეტიც, იმ ტყიდან, სადაც გირგვლიანს აწამებდნენ, არსებობს  სატელეფონო საუბარი, რომლის მიხედვითაც, სალაყაია და მისი მეგობრები 43 წუთის განმავლობაში ისმენდნენ, როგორ აწამებდნენ გირგვლიანს". როგორც არჩილ კბილაშვილი აცხადებს, საქმის მასალებში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.

არჩილ კბილაშვილის თქმით, გირგვლიანის საქმეში არის ახალი დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ განსაზღვრა მთავარი პირი, ვინც დაუშვა მართლმსაჯულების გამრუდება, საქმის უმნიშვნელოვანესი მომენტი - გარდაცვალება - ჯერჯერობით კვლავ სათანადო შეფასების გარეშე რჩება.

"სა­სა­მარ­თლოს ოთხი პი­რი არ და­უს­ჯია მკვლე­ლო­ბის­თვის, 108-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე არც ჩვენ ვაცხ­ა­დებთ, რომ იქ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, რად­გან გვაქვს სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი შე­ჯე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას აქ ჯერ კი­დევ აქვს სათ­ქმე­ლი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი გვაქვს საქ­მის მე­ო­რე ეპი­ზო­დი. გირ­გვლი­ა­ნის დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­თა ახა­ლა­ი­ამ მი­ი­ღო და ამი­სათ­ვის მას ბრალს წარ­ვუდ­გენთ, მაგ­რამ მი­სი დას­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­ი­ცავ­და თუ არა მკვლე­ლო­ბას, რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის დო­ნე­ზე, ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის სა­გა­ნი­ა", - განაცხადა კბილაშვილმა. 

კომენტარები