ფარული ჩანაწერები

თინა ხიდაშელი ფარული ჩანაწერების შესახებ

ჩემს მეგობრებს მინდა შევეხმიანო, უფლებადამცველებს, ვინც დატოვა სხდომა. მათ წინასაწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და წავიდნენ შეხვედრაზე. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა, ეს მათი ნებაა. მე დღემდე არ მინახავს ციხის კადრები. ეს არ არის საინტერესო, ეს ადამიანის პირადი არჩევანია.
მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში, წესით, ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი. მე ბოლო 20 წლის მანძილზე უამრავი ასეთი რამ მინახავს და ეს ჩემი სამსახური იყო. უნდა მენახა, საკუთარი თვალით უნდა მენახა, იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი. ეს სამსახურია ასეთი, მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობითი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, ცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისათვის უნდა იბრძოლოთ

კომენტარები