საპროტესტო აქცია

ქუთაისის მერიის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

www.humanrights.ge

ქუთაისში ადგილობრივი მერიის თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსები არიან, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძველზე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

ქუთაისის ვიცე მერის, ამირან ძოწენიძის განცხადებით, ხალხის სამსახურიდან გაშვება არც რეორგანიზაციაა და არც სამსახურის ოპტიმიზაცია, ეს ყველაფერი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ჯერ დაელოდებიან, საბოლოოდ ყველას როცა ჩაბარდება გათავისუფლების ბრძანება და შემდეგ სასამართლოს მიმართავენ, რადგან მათი გათავისუფლება ყოვლად უკანონოდ ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებისათვის კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ. მისი განცხადებით, ყველა განთავისუფლება კანონიერად ხდება და არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. როგორც თოფურიძემ განაცხადა, მერიაში 800-მდე კაცი მუშაობს, რაც ყოვლად დაუშვებელია და ეს რაოდენობა რამდენიმე ასეულით უნდა შემცირდეს.

კომენტარები