საოკუპაციო ხაზი

ოკუპანტებმა მდინარე ენგურთან ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს

radiotavisupleba.ge

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ზუგდიდის  რაიონის სოფელ ორსანტიაში რუსმა ოკუპანტებმა დღეს ადგილობრივი მკვიდრი თენგიზ ყურუა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ყურუა მეზობელთან  ერთად მდინარე ენგურის ნაპირთან ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული, როდესაც მათთან ორი რუსი ჯარისკაცი მივიდა და ცხენიანი ოთხთვალის დათმობა მოსთხოვა.. ყურუას თანმხლებმა პირმა გაქცევა მოახერხა.მეზობლების თქმით, ყურუას ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრი არ დაურღვევია და ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას შორის გავლებულია ე.წ. სასაზღვრო თხრილი, თუმცა ისინი თხრილს იქით არ გადასულა. დაკავება სოფელ ორსანტიაში მოხდა. 

 

კომენტარები