საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა

საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი 8-წევრიანი საგამოძიებო ჯგუფი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საგამოძიებო ჯგუფი სამი უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტდება. 

"აღნიშნული საქმის გამოძიების მნიშვნელობის, სისხლის საამართლის საქმის დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - რომის სტატუტითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით, მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა. სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი გაუწევენ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები