საქართველოს მთავარი პროკურატურა

უგულავა: შოთაძე დღეს ისევ პროკურორია, უბრალოდ მის ადგილს იკავებს თადუმაძე

ყველაზე ცოტა, რაც პროკურატურამ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ამ ადამიანს შეხვედრის სურვილი ექნება, მას უნდა შეხვდეს. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს. აქ, უბრალოდ სცენის მიღმა რაც ვითარდება, როგორც ჩანს, ხელისუფლება აქაც ამ არჩევნების შედეგით ბოლომდე გონგასულია და ჯანსაღ ფარგლებს გასცდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, კომისიაზე ის დანაშულებრივი გულგრილობა და პირდაპირ ჩადენილი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ამ პროტესტს მოჰყვა ფორმალურად შოთაძის გადაყენება. დღეს ის კაცი უბრალოდ დევს მთავარი პროკურორის კაბინეტში, რეალურად ის არ ასრულებს, ყველა მოადგილე ადგილზეა, ყველა ადამიანი ვინც ჩართული იყო ამ საქმეში ადგილზეა, მეტიც, შოთაძე დღეს რეალურად ისევ პროკურორია, უბრალოდ ადგილს იკავებს თადუმაძე. ამიტომ თავის თავს ხო არ მოაჭრიან თავს, ფორმალურად არაფერი შეცვლილა. ერთი კვირით გადადეს იმიტომ, რომ ჩაფარცხონ.

მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ევროპული საქართველოს წევრები, გიგი უგულავა და სერგო რატიანი, მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ სარალიძე დილიდან პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები