NBA

მაიამი ჰიტმა პლეი-ოფის პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში მაიამი ჰიტმა მილუოკი ბაქსი 110-87 დაამარცხა.

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა იყო. რეი ალენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 ქულა მოაგროვა, დუეინ უეიდმა კი 16 ქულას მოუყარა თავი.

მილუოკელთა რიგებში, ბრენდონ ჯენინგსი და მონტა ელისი აქტიურობდნენ. ჯენინგს 26, ხოლო ელისს 22 ქულა ჰქონდა.

მესამე მეოთხედში ჯეიმსის და ანდერსენის ულამაზესი ჩატენვების შემდეგ, მაიამიმ მეოთხე მეოთხედი 15-ქულიანი უპირატესობით დაიწყო და შემდგომში გამარჯვებაც არ გასჭირვებია.

მაიამი ჰიტსა და მილუოკი ბაქსს შორის პლეი-ოფის შემდეგი შეხვედრა 23 აპრილს მაიამიში გაიმართება.

 

 

კომენტარები