NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 29% თვლის, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მარტის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მომხრეთა 29% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ მოსაზრებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 12% იზიარებს.

ქართული ოცნების მომხრეთა 47% თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია, მაშინ როცა ამ მოსაზრებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 21% იზიარებს. იმ ადამიანთა უმრავლესობა (57%), რომელიც ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალური მოძრაობა დგას, თვლის, რომ რუსეთი რეალური და არსებული საფრთხეა. ამ მოსაზრებას ქართული ოცნების ღირებულებებთან ახლოს მყოფი მოსახლეობის 17% იზიარებს.

იმ ადამიანთა უმრავლესობა (40%), რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია. ამ ადამიანთა 28% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალური და არსებული საფრთხეა, ხოლო 20% რუსეთში საფრთხეს ვერ ხედავს.

კვლე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 13-27 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით 3,103 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კით­ხა. კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.5%-ს შე­ად­გენ­და. იგი კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრმა ჩა­ა­ტა­რა და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. წი­ნა კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

კომენტარები