საქართველო-ჩინეთი

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრაზე 2 ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო ეკონომიკის მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტს და ყურადღება გამახვილდა მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. როგორც აღინიშნა, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პროცესს.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც". - წერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

ქვრივიშვილის გარდა, შეხვედრას მისი მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძეც ესწრებოდნენ.

კომენტარები