NDI-ის კვლევა

NDI: საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად 58% ქართული ოცნების კანდიდატს ისურვებდა

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI), სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

კით­ხვა­ზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, 58%-ის პა­სუ­ხია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კანდიდატი, ხო­ლო 8%-ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კანდიდატი. მე­ო­რე არ­ჩევ­ნით, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2%-მა, ხო­ლო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა 1%-მა და­ა­სა­ხე­ლა.

მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს 55%-ს. ხო­ლო კით­ხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს 17%-ს. პა­სუხ­ზე უა­რი 6%-მა გა­ნაც­ხა­და. არცერთი კანდიდატი - 4%.

გიორგი თარგამაძე სასურველ კანდიდატად 3%-მა, ხოლო მეორე არჩევნით 4%-მა დაასახელა. შალვა ნათელაშვილი - 2%-მა.

კვლე­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 13-27 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით 3,103 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კით­ხა. კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.5%-ს შე­ად­გენ­და. იგი კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრმა ჩა­ა­ტა­რა და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ არის დაფი­ნან­სე­ბუ­ლი. წი­ნა კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

კომენტარები