ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს ადგილობრივი არჩევნები, 62%-ის პასუხია ქართული ოცნება, ხოლო 9%-ის ნაციონალური მოძრაობა. მეორე არჩევნით აღნიშნული ქართული ოცნება 2%-მა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა 1%-მა დაასახელა.
მეორე არჩევანი არ აქვს 56%-ს. ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 17%-ს. პასუხზე უარი 6%-მა განაცხადა.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.




