ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხული მოსახლეობის 78%-ისთვის ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 56%-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიაჩნია, 6%-ს კი - ქართული ოცნება.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.




