ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხული მოსახლეობის 25%-ს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს. წინა გამოკითხვასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 4%-ითაა შემცირებული. 25%-ს მოსწონს თბილისის მერი გიგი უგულავაც.
6%-ითაა გაზრდილი დავით ბაქრაძის რეიტინგი - უმცირესობის ლიდერი 48%-ს მოსწონს.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. იგი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.





