აგრარული უნივერსიტეტი

განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც ტაბულას კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტებმა განათლების მინისტრთან ის იურიდიული დოკუმენტაცია შეიტანეს,  რომლის არარსებობასაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი ამტკიცებდა.

სწორედ ამ დოკუმენტაციის არქონის გამო გაუუქმდა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

აქციაზე იმყოფება აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე. მან განათლების სამინისტროს კანცელარიაში, ავტორიზაციის აღდგენის შესახებ ოფიციალური განაცხადი შეიტანა.

სტუდენტები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - განათლების სამინისტრომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინოს.

 

კომენტარები