დღეს, 24 თებერვალს საქართველოს საშინაო პოლიტიკის საქმეებში ევროკომისარი სესილია მასლტრომი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისარი თბილისში 18:00 საათისთვის ჩამოფრინდება ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. მალსტრომსა და მთავრობის წევრებს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას შეეხება. ევროკომისარი ქართულ მხარეს ვიზების ლიბერალიზაციის გეგმასაც გააცნობს.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმართვის საფუძველს.
სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება და იგი როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე, ცალკეული მიმართულებებით რეფორმების განხორციელებას გულისხმობს. პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება სამოქმედო გეგმის უკვე მეორე - აღსრულების ფაზაში გადასვლა.
ვიზიტის ფარგლებში შედგება სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.





