ეუთო

ეუთომ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო, - ამის შესახებ ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. პირველი მონიტორინგი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის წინასწარ მოსმენაზე განხორციელდა.

„სასამართლოს მონიტორინგი ძლიერი მექანიზმია სასამართლოს რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საგარეო გარანტიების უზრუნველსაყოფად. დაწრმუნებული ვარ, საქართველოში ჩვენი მონიტორინგის საქმიანობა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ODIHR-ის დირექტორი იანეშ ლენარჩიჩი.

საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფი ადგილობრივ კანონმდებლობასა და სასამართლო პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებს. ჯგუფი საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც აღწერილი იქნება მონიტორინგის დროს გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები, ასევე რეკომენდაციები.

 

კომენტარები