ეუთო

ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე: მე არ მადარდებს ამ ორგანიზაციას რა დაემართება

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე იმყოფება, სადაც, თქვა, რომ შესაძლოა ეუთო დაიშალოს. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი აქტორების ინდიფერენტულობაა, მაგალითად, მას არ ადარდებს ამ ორგანიზაციის ბედი. 

ლავროვის თქმით, ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, არსებობის გაგრძელების შანსები ძალიან მცირეა. 

"შანსები იზრდება, თუმცა არა ეუთოს გადარჩენის სასარგებლოდ" - თქვა სერგეი ლავროვმა. 

ამავე პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა რუსეთში პრესის თავისუფლებაზე ისაუბრა. გერმანული გამოცემის Deutsche Welle-ს ჟურნალისტს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად ლავროვმა უთხრა, რომ წარმოდგენა არ აქვს სად მიიღო მან ჟურნალისტის განათლება. ეს სიტყვები ლავროვმა ახსნა გერმანული და რუსული ჟურნალისტიკის სტანდარტების განსხვავებით ახსნა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სერგეი ლავროვის სიტყვები განმარტა და თქვა, რომ რუსეთში გერმანიისგან განსხვავებით პრესის თავისუფლებაა. 

კომენტარები