ბუტა რობაქიძის საქმე

კბილაშვილი: ჩვენ გვაინტერესებს, დავადგინოთ, არის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილი

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობას შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება, შევა თუ არა კორექტივები გამოძიებაში.

"ჩვენ უპირველესად გვაინტერესებს, დავადგინოთ, არის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილი, თუ - მანიპულირებისა და მონტაჟის შედეგი. ყურადღებით ნახვას საჭიროებს ეს ვიდეომასალა. კარგად უნდა დავაკვირდეთ, ჩადებულია თუ არა იარაღი. თუ მივიჩნევთ, რომ ესაა ნამდვილი, უკვე მიეცემა შეფასება იქ ასახულ გარემოებებს. რა შედეგიც დადგება, იმის მიხედვით გამოძიებაში კორექტივებს შევიტანთ, ამ მასალის გათვალისწინებით გავაგრძელებთ გამოძიებას ან შეიძლება ეს ეთანადებოდეს უკვე არსებულს და ამით გამყარდეს ის. წინასწარ აღებული რაიმე მოცემულობა, გინდა თუ არა პასუხისმგებლობაში მიეცეს ესა თუ ის პირი, არ გვაქვს. ერთადერთი მოცემულობა გვაქვს და ეს არის ჭეშმარიტების დადგენა, ამ ჭეშმარიტების დადგენის გზაზე კარგია, რომ ასეთი მტკიცებულება მოგვეცა", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს. 

შე­გახ­სე­ნებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თავი 2-მა, კუ­რი­ე­რის 12:00-სა­ა­თი­ან გა­მოშ­ვე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლა და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძე. 

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­დას­ცა.

კომენტარები