თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა - ინფორმაციას ოქრუაშვილის ადვოკატზე, მამუკა ჭაბაშვილზე დაყრდნობით ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სამთავრობო, პროპაგანდისტული იმედის ცნობით, მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც პროკურატურა, იმედის ცნობითვე, შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.





