რუსეთი

გივი თარგამაძეს რუსეთის ფედერაციის მთავარმა საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი წაუყენა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, მოსკოვში მასობრივი არეულობების მოწყობაში ბრალდებულად ცნო
"რუსეთის ფედერაციის მთავარმა საგამოძიებო კომიტეტმა, მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ასევე რუსეთის რიგ რეგიონში მასობრივი არეულობების მომზადების ორგანიზებაში, ბრალი წაუყენა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
თარგამაძეს, მემარცხენე ფრონტის ლიდერ სერგეი უდალცოვთან და კონსტანტინ ლებედევთან თანამშრომლობით, ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობების ორგანიზების მზადებაში.  
გივი თარგამაძეზე ძებნა გამოცხადდა. 

კომენტარები