საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის Facebook-ის გვერდი ავრცელებს.
დელეგაცია, რომელსაც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ხელმძღვანელობს, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა მოკლე კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „აიხდენს ოცნებას“, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.





