ამხანაგური მატჩი

არგენტინამ შვედეთი მესის გოლის გარეშე დაამარცხა

სტოკჰოლმში, შვედებმა არგენტინის ნაკრებს უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის არ გაატანინეს, მაინც დამარცხდნენ.

შეხვედრის დაწყებიდან მესამე წუთზე, მიკაელ ლუსტიგმა, გონზალო იგუაინის დარტყმული საკუთარ კარში გადაგზავნა და ანგარიში გაიხსნა.

შვედებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს. კიმ შელსტრიომის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, იონას ოლსონმა ზუსტად დაარტყა და სანაკრებო კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. სერხიო აგუერომ არგენტინელები კვლავ დააწინაურა. 1:2.

ანგარიში 1:3 გახდა, როდესაც შვედების მეკარე ისაქსონმა მესის ძლიერი დარტყმული მოიგერია და ბურთი იგუაინს მიუვიდა. არგენტინელს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

შეხვედრის მიწურულს, რასმუს ელმის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმის წყალობით მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს - 2:3.

კომენტარები